top of page

რეგისტრაცია

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიის ფრანგულ სკოლაში.

სკოლაში ჩაწერა და მიღება:

1. სკოლაში ბავშვების პირველადი ჩაწერა ხდება შემდეგი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე:

ა) სათანადოდ შევსებული ჩაწერის ბარათი და 1 ფოტოსურათი.

ბ) პასპორტის, პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი.

გ) სავალდებულო აცრების (წითელა/წითურა, დიფტერია/ტეტანოსი/ყივანახველა და პოლიომიელიტი) ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ჯანმრთელობის ისტორია ან ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა) ან აცრების მიმართ უკუჩვენებების დამადასტურებელი ცნობა და ბავშვის ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა.

დ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

ე) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე). 

ვ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

2. დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემთხვევაში სკოლის დირექტორის მიერ ხდება ბრძანების გამოცემა მოსწავლის ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

3. სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.  მოსწავლის სტატუსის არმქონე პირის II-XII კლასებში ჩასარიცხად დამატებით წარმოსადგენია მოსწავლის მიერ წინმსწრები კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება დირექტორის სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს განმცხადებლის საცხოვრებელ ადგილს და ტელეფონის ნომერს;

ბ) მოსწავლის პირადი საქმე/წინა კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ინფორმაცია საგნების მიხედვით მიმდინარე შეფასებისა და გაცდენილი საათების შესახებ (სასწავლო წლის განმავლობაში მობილობის დროს);

დ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;                                                                                  

ე) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

ვ) მოსწავლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში);

ზ) მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში);

თ) სსსმ მოსწავლის მობილობით ჩარიცხვის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.

5. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

6. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, პირის ჩარიცხვა სკოლაში ხორციელდება „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანების შესაბამისად,  განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტში მითითებული კლასის შესაბამისად, ხოლო თუ  განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტიდან არ ირკვევა, თუ რომელ კლასში აქვს პირს მიღებული განათლება - ასაკის შესაბამის ან მისი თანხმობის შემთხვევაში, უფრო დაბალ კლასში.

7. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება სკოლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესით.

8. კლასების დაკომპლექტება ხდება ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე კლასის დამრიგებლებსა და მასწავლებლებთან შეთანხმებით. კლასების დაკომპლექტებისას ხდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:

ü  მოსწავლეთა ცოდნის დონე (დაუშვებელია ძლიერი და სუსტი მოსწავლეების მიხედვით დაყოფა);

ü  გენდერული ბალანსი;

ü  მოქალაქეობრივი ბალასი;

ü  მოსწავლეთა შორის ურთიერთობები.

 

სწავლის გადასახადი

1.     სწავლის გადასახადის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში კავკასიის ფრანგული სკოლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით (ევროს ანგარიშზე ჩარიცხვა შეიძლება მოხდეს გადმორიცხვით მხოლოდ საზღვარგარეთიდან).

2.     ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე გადასახადის დაფარვის დაგვიანებამ შესაძლებელია გამოიწვოს ფინანსური სანქცია და მოსწავლის სტატუსის შეწყვეტაც კი, მმართველი კომიტეტის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

ღია კარის დღე

 2019

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის ფრანგული სკოლის სამდივნოს:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით : 10:00 - 17:00

+ (995 032) 29 47 72

secretariat@efc.edu.ge

შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ შემდეგნაირად: შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმულარი :

Thank you for your message

bottom of page