top of page

კლუბები

სპორტული და მხატვრული ასოციაციის ფარგლებში წელს ძალიან ბევრ კლუბებს ვთავაზობთ  ჩვენი სკოლის  მოსწავლეებს.

ქორალი- მე-4 და მე-5 კლასები (უფასოა)
მასწავლებელი: თეა ნინიძე
გუნდი მოსწავლეებს აძლევს მხატვრულ და მუსიკალურ განათლებას და
ემოციური და ინტელექტუალური უნარების განვითარების საშუალებას.
სიმღერის და ვოკალური თამაშების საშუალებისთ ხმის გამტკიცება,
სიზუსტე, სუნთქვის რეგულირება და ვარჯიში დიქციის სრულყოფა და
ტექასტის დამახსოვრება რიტმზე მუშაობა არის ამ ყოველკვირეული
პრქატიკის მიზნები
სკოლაში ორი გუნდია. ერთი დაწყებითი სკოლის მოსწავლეების, ხოლო
მეორე საშუალო საფეხურის მოსწავლეების შემადგენლობით. მაგრამ ორივე
გუნდი ერთად კიდევ უფრო უკეთესია.

 

თეატრის კლუბი - მე-7 და მე-8 კლასები (ფასიანია)
მასწავლებელი: თამარ ბორდოვაკი
თეატრის კლუბი ბავშვებს სთავაზობს სხეულის, ხმის, სუნთქვის,
არტიკულაციის, რიტმის, სცენიურობის და მეხსიერების განვითარებას.
იმპროვიზაციის მეშვეობით ინდივიდუალურად თუ გუნდურად სცენების
დასწავლით, მოსწავლეები მუშაობენ რომელიმე ნაწარმოებზე, რომელსაც
შემდეგ მაყურებლის წინაშე წარადგენენ.
ისინი სწავლობენ მუსიკალურობას და მოძრაობას, კავშირს ფიქრსა და
ემოციებს, სხეულსა და ხმას, რიტმსა და მოძრაობას შორის. ისინი მუშაობენ
ლექსიკაზე, მაგრამ ამავე დროს კოორდინაციაზე, მოსმენაზე და
კონცენტრაციაზე, დრამატულ განზომილებაზე, თითოეულის საჭიროების
შესაბამისად.

 

ფილოსოფიის კლუბი - მე-10, მე-11 და მე-12 კლასები (უფასო)
მასწავლებელი: ალექსი დე ვარაქს
ფილოსოფიის ორი კლუბი ჩატარდა წელს, ერთი მიმართულია მეთორმეტე
კლასელებისთვის და მათ აძლევს გაკვეთილზე ნასწავლი ცნებებზე
ჩაფიქრების საშუალებას. მეორე კი მე-10 და მე-11 კლასელებისთვის, სადაც

მოსწავლეები ეცნობიან ამ შესანიშნავ დოსციპლინას. კლუბები იმართება
კვირაში ერთხელ.

 

MUN-ის კლუბი (გაეროს მოდელირების კლუბი) - მე-10. მე-11 და მე-12
კლასები (უფასო )
მასწავლებლები: სერვან ლენე და დამიენ დევილერი
გაეროს მოდელირების კლუბი მოსწავლეებს აცნობს დიპლომატიის და
გეოპოლიტიკის სამყაროს ფრანგულ და ,ძირითადად, ინგლისურ ენაზე.
ამ შეხვედრების დროს ეცნობიან გაეროს სხვადასხხვა ინსტანციებს და მათ
მიზნებს სწავლობენ სდებატებს და დისკუსია და იღებენ საკუთარ
გადაწყვეტილებებს და მრავალსაათიანი მომზადების შემდეგ მონაწილეობას
იღებენ ნამდვილი გაეროს მოდელირებაში, რომელიც ყოველ წელს იმართება
ევროპის რომელიმე ევროპულ დედაქალაქში. ეს იყო ბუდაპეშტი 2022 წელს
და პრაღა-2023 წელს. მთელი ევროპის ლიცეულელების მონაწილეობით.

 

მეცნიერების კლუბი - მე-8 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით უფასო
მასწავლებელი: სილვენ ბელი
მეცნიერების გაცნობა ექსპერიმენტების ფორმატში, კვირაში ერთხელ
ერთსაათიანი მანიპულაცია მოსწავლეების მიერ არჩეული ერთ-ერთი თემის
ირგვლივ: დისექცია, ფაბრიკაცია და იდენტიფიკაცია გაზის, მეცნიერების
ზეიმი, ტალღები კობრა, კრისტალები, ექპერიმენტული პრქატიკა, საპნის
ბუშტები, ასტრონომია და კიდევ ბევრი სხვა თემა იყო არჩეული კლუბის
წევრი 11 მოსწავლის მიერ.

ცურვის კლუბი - 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 კლასები (ფასიანი)
მასწავლებელი: ჰუგო სირ და მარტინ ლეტარ
ელემენტარული სკოლის მოსწავლეებს ცურვის კლუბი ეხმარება ცურვის
გაკვეთილზე ნასწავლი ცურვის ტექნიკის დახვეწაში- კროლი, ბრასი და
სთავაზობს ამხანაგურ შეხვედრებს სხვა საერთაშორისო სკოლებთან.
ბოლოს, აღსანიშნავია, რომ ყოველკვირეული საათ ნახევრიანი აქტივობა,

რომელსაც ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ სხვადასხვა საწყლოსნო
თამაშების სახით, განსაკუთრებით კარგია რეკრეაციული მიზნით.

 

რაგბის კლუბი - მე-4 კლასიდან მე-8 კლასის ჩათვლით (ფასიანი)
მასწავლებელი: ფრანსუა კალამან
კლუბის მიზანია ამ სპორტის სახეობის გაცნობა. ძირითადად ისწავლება
ავსტრალიური თაჩ რაგბი, მაგრამ ასევე, გამკლავება საკუთარი თავისთვის
ან სხვისთვის ზიანის მიყენების გარეშე. თაჩ რაგბი არის ერთ-ერთი
გუნდური სპორტი, რომელშიც შეიძლება შეჯიბრების მოწყობა.

აქტივობები

აქტივობებს  ვთავაზობთ  კვირაში ერთხელ, ნაშუადღევს 1-ლი-დან მე-5 კლასების მოსწავლეებს.

თითოეული  მოსწავლე ირჩევს ერთ აქტივობას და  აგრძელებს მას ერთი სასკოლო პერიოდის განმავლობაში, რომელიც მოიცავს დაახლოებით  7 კვირას.

ხუთშაბათს 14სთ-დან 16სთ-მდე, 1-ლი კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ  შემოთავაზებული ორი დაწყვილებული აქტივობიდან  ერთ-ერთ წყვილ აქტივობაში:

  •  ცურვა და  სიმღერა / მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადება

ან

  • კაპოერა და  პაპიე მაშე ​

პარასკევს 14სთ-დან 16სთ-მდე მე-2 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ შემოთავაზებული ორი დაწყვილებული აქტივობიდან ერთ-ერთ წყვილ აქტივობაში:

  • ცურვა და სიმღერა / მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადება.

ან

  • კაპოერა და პაპიე მაშე

ოთხშაბათს 14სთ-დან 16სთ-მდე მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ ერთ-ერთი მოცემული აქტივობებიდან :

  • ცურვა და მაგიდის ტენისი

  • იმპროვიზაციის თეატრი

  • პაპიე მაშე

  • კაპოერა

  • ფეხბურთი

  • კოლაჟი

  • იოგა

 

bottom of page