top of page

სკოლის პრეზენტაცია

კავკასიის ფრანგული სკოლა 2006 წელს დააფუძნა საფრანგეთის საელჩომ.

სკოლა 2010 წლის სექტემბრიდან ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. მისი შენობა აგებულია უსაფრთხოების, პედაგოგიური ორგანიზების, ჰიგიენისა და მდგრადი განვითარების ნორმების დაცვით და საქართველოში  უნიკალურ პირობებს სთავაზობს მოსწავლეებს.

კავკასიის ფრანგული სკოლა ევროპულ ღირებულებებს - პატივისცემას, უმაღლეს ხარისხსა და სოლიდარობას - ეფუძნება.

სკოლის მისია 

სკოლის მიზანია, თითოეულმა მოსწავლემ მიაღწიოს სრულყოფილებას და საუკეთესო საგანმანათლებლო დონეს, ზრუნავს თითოეული მოსწავლის კეთილდღეობაზე, პიროვნულ განვითარებაზე, სთავაზობს რა თითოეულ მათგანს საკუთარი რიტმით წინსვლის საშუალებას. სკოლა ისწრაფის სრულყოფილებისკენ ყველა სფეროში და სურს აღზარდოს განათლებული, დამოუკიდებელი, მოაზროვნე, ტოლერანტი, თავდაჯერებული პიროვნებები და მომავლის კეთილსინდისიერი და პასუხისგებლიანი მოქალაქეები. როგორც საზღვარგარეთ ფრანგული სწავლების სააგენტოს მიერ აღიარებული, მსოფლიოსთვის გახსნილი, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების მქონე დაწესებულება, მოსწავლეებს სთავაზობს საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებულ ფრანგულენოვან სწავლებას, რომელიც ეფუძნება საფრანგეთის რესპუბლიკის ღირებულებებსა და პრინციპებს: სოლიდარობას, ტოლერანტობას, გახსნილობას, მრავალენოვან და კულტურულ მრავალფეროვნებას. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებული დაწესებულება, განათლების სფეროში თანამშრომლობით ხელს უწყობს საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთგაგების განმტკიცებას და მათი ისტორიის და კულტურის უკეთ ურთიერთგაცნობას. სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, უზრუნველყოფს ქართულის ენის სწავლებას ყველა
მოსწავლისთვის. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს უწყვეტ მხარდაჭერას პროფესიული მომავლის შენებაში და აქვს ამბიცია უზრუნველყოს თითოეული მათგანის საუკეთესო საუნივერსიტეტო მომავალი.

მომავალზე ორიენტირებული სწავლება

კავკასიის ფრანგული სკოლა საბავშვო ბაღიდან - 3 წლის ასაკიდან - აძლევს საშუალებას თითოეულ ბავშვს, ბუნებრივ გარემოში შეისწავლოს ფრანგული და სოციალიზაციის წესებს დაეუფლოს. მოსწავლეები 6 წლიდან სწავლობენ ინგლისურს. 14 წლის ასაკიდან ახალი ენის შესწავლას იწყებენ (ესპანური, გერმანული...). ქართველი მოსწავლეები მშობლიურ ენას მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში ეუფლებიან. 

 

ეფექტური მეთოდოლოგია

საბავშვო ბაღსა და დაწყებით სკოლაში ფრანგული პროგრამა სწავლების ხუთი სფეროს მიხედვითაა აგებული: მეტყველება, სამყაროს აღმოჩენა, სოციალიზაცია, ექსპრესია სხეულით და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

კოლეჯში აქცენტი კეთდება მეცადინეობის სწორ მეთოდოლოგიასა და რიტმზე. ლიცეუმში მოსწავლეები ითვისებენ ფრანგული ბაკალავრიატის დიპლომის მოსაპოვებლად საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.

 

დინამიური, კომპეტენტური და მონდომებული კოლექტივი

სერტიფიცირებული პედაგოგების საერთაშორისო და პლურიდისციპლინური გუნდი თითოეული მოსწავლის წინსვლასა და წარმატებას უწყობს ხელს. მიმდინარეობს კვალიფიციური ინდივიდუალური მუშაობა მოსწავლეებთან. ადმინისტრაცია შემოთავაზებული სერვისების გაუმჯობესებაზე ზრუნავს. მშობლები შვილების წარმატებისა და სკოლის განვითარებისთვის არიან მოწადინებულნი.

 

უმაღლესი დონის აღჭურვილობა და სამუშაო პირობები

კავკასიის ფრანგული სკოლა ოპტიმალურ სამუშაო პირობებს სთავაზობს მოსწავლეებს:

მიწისქვეშა სართულზე - აუზი, სპორტული და სააქტო დარბაზები; პირველ სართულზე - სასადილო და საბავშვო ბაღი; მეორე სართულზე - ადმინისტრაცია, ზედამხედველებისა და ექიმის კაბინეტები; მესამე სართულზე - დაწყებითი სკოლა, ბიბლიოთეკა, სახვითი ხელოვნების კაბინეტი; მეოთხე სართულზე - კოლეჯი და სპეციალიზებული კაბინეტები (ინფორმატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მუსიკის...); მეხუთე სართულზე - ლიცეუმი.

საქართველოზე, ევროპასა და მსოფლიოზე ორიენტირებული სასკოლო დაწესებულება

კავკასიის ფრანგული სკოლა საზღვარგარეთ ფრანგული სწავლების სააგენტოს საერთაშორისო ქსელის წევრია. ამ ორგანიზაციაში გაერთიანებულია მსოფლიოს 500-ზე მეტი სასკოლო დაწესებულება, რაც მოსწავლეებს სწავლის პერიოდში მობილობის საშუალებას აძლევს და სწავლების მაღალი სტანდარტისა და ხარისხის გარანტია გახლავთ. კავკასიის ფრანგულ სკოლას მიზნად დასახული აქვს, თავის მოსწავლეებს საუკეთესო უმაღლესი დაწესებულებებისაკენ გაუხსნას გზა საქართველოში, საფრანგეთში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში.

bottom of page