top of page

კავკასიის ფრანგული სკოლის შინაგანაწესი

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების წესდება/ აუზის წესდება

შესავალი : რატომ წესდება ?

ციფრულ სამყაროში, ისევე როგორც სხვაგან, ბავშვების და მოზარდების ფუნდამენტური უფლებაა იყვნენ დაცულები, მოეპყრონ პატივისცემით და მიიღონ დამხმარება.  მათ აქვთ ასევე უფლება, გამოხატონ აზრი და შექმნან... მაგრამ აზრის გამოხატვის უფლება უნდა ხდებოდეს ინტერნეტმომხმარებელთა უფლებების დაცვის პარალელურად, კერძოდ, ძალადობის, რასისტული და სექსისტური შინაარსის შემცველი სიტყვების გარეშე.... ეს თემა ყოველთვის   აქტუალურია.

 ამ წესდების მიზანია სკოლაში ინტერნეტის და ყველანაირი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების (TIC)  ჩარჩოში მოქცევა. წესდება  არ არის არც აკრძალვების ნუსხა, და არც სკოლის შინაგანაწესის ახალი მუხლი, ეს არის ერთობლივი შეთანხმება, რომლის შესრულებაც ყოველი მომხმარებლის ვალია. 

შეგახსენებთ კანონს​.

​ზოგადად, ინტერნეტით, სოციალური ქსელებით და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთად დაკავშირებული სერვისებით სარგებლობა კანონით არ იკრძალება.  გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი  არ  ლახავს ეროვნული განათლების ფუნდამენტურ ღირებულებებს,  კერძოდ, რელიგიური, პოლიტიკური და კომერციული ნეიტრალიტეტის პრინციპებს, რომელთა პატივისცემაც  მოსწავლის და სკოლის პირდაპირი ვალია,  მოქმედი კანონმდებლობის  მთავარი პრინციპების თანახმად.

ასევე აკრძალულია  (მაგრამ არა ექსკლუზიურად) და სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სათანადოდ ისჯება:

  • სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფა და სხვისი პირადი მონაცემების მისი ნებართვის გარეშე გამოყენება;

  • ცილისწამება და შეურაცხყოფა;

  • ინტელექტუალური ნაშრომის გამოყენება მისი ავტორის ნებართვის გარეშე. (მაგალითად: მუსიკალური ნაწარმოების ფრანგმენტი, ფოტო, წიგნი, ინტერნეტ გვერდი);

  • თანაზიარი უფლებებით მოსარგებლე საგნის გამოყენება მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (შემსრულებლის ინტერპრეტაცია, პროდიუსერის ჩანაწერი, სატელევიზიო გადაცემა); 

  • კომპიუტერული პროგრამის გამოყენება მისი ავტორის ნებართვის გარეშე;

  • სასაქონლო ნიშნის გაყალბება;

  • აკრძალული  ნივთიერებების მოხმარების წახალისება;

  • არასრულწლოვანთა წაქეზება უკანონო და სახიფათო ქმედებების ჩადენისკენ, არასრულწლოვანის მოსყიდვის ხელშეწყობა, არასრულწლოვანის ფოტოსურათის გამოყენება პორნოგრაფიული მიზნით,  არასრულწლოვანის მისამართით ძალადობრივი ან პორნოგრაფიული შინაარსის შემცველი შეტყობინებების გავრცელება, დანაშაულებრივი ქმედებების, სუიციდის, დისკრიმინაციის, სიძულვილის, განსაკუთრებით რასისტული სიძულვილის   და ძალადობის პროვოცირება.

  • ყველანაირი დანაშაულებრივი ქმედებების, კერძოდ მკვლელობის, გაუპატიურების, ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის დაცვა და გამართლება, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების უარყოფა.

​       

         2. რესურსების გამოყენება.

​ძირითადი პრინციპები :

​              დაწყებითი სკოლა :

საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინტერნეტის გამოყენება ხდება ყოველთვის დაწყებით სკოლის მასწავლებლის თანდასწრებით და ემსახურება მხოლოდ პედაგოგიურ და საგანმანათლებლო მიზნებს.

              კოლეჯი :

საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინტერნეტის გამოყენება ემსახურება მხოლოდ პედაგოგიურ და საგანმანათლებლო მიზნებს. კომპიუტერთან დაჯდომამდე  მოსწავლემ ნებართვა უნდა სთხოვოს ზედამხედველს ან მასწავლებელს. მან უნდა დაასაბუთოს და განმარტოს, თუ რა მიზნით  აპირებს კომპიუტერის გამოყენებას და სამუშაოს შესრულებისთანავე უნდა დატოვოს პოსტი.

ყოველი მომხმარებელი სარგებლობს  ანგარიშით  და კოდურ სიტყვით. ანგარიშები და კოდური სიტყვები სახელობითია, პირადია და ყოველი მომხმარებელი პასუხისმგებელია  საკუთარი ანგარიშის მიზნობრივ გამოყენებაზე. მე ვალდებული ვარ დავხურო ჩემი პირადი ანგარიში კომპოუტერის პოსტის დატოვებამდე.

     

               ლიცეუმი :

თითეული მომხმარებელი სარგებლობს ანგარიშით და კოდური სიტყვით. მომხმარებლის ანგარიშები და კოდური სიტყვები სახელობითია, პირადია და  ყოველი მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის მიზნობრივ გამოყენებაზე. 

მე ვიყენებ საინფორმაციო ტექნოლოგიებს:

  • კომპიუტერული მოწყობილობები, რომლებსაც მევიყენებ სკოლაში, შეიძლება დაზიანდეს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილით და ინსქტრუქციის მაქსიმალური დაცვით უნდა გამოვიყენო.

  • თუ რაიმე პრობლემა ან ეჭვი შემექმნება ჩემს მიერ განხორციელებულ მანიპულაციებთან დაკავშირებით, დახმარებისთვის უნდა მივმართო უფროსს.

  • ვიცი, რომ ჩემს ხელთ არსებული კომპიუტერი, არ არის ჩემი საკუთრება და მას, ისევე როგორც, ბევრ სხვა მოწყობილობას, სხვა მოსწავლეებიც იყენებენ. შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ შემიძლია კომპიუტერების პარამეტრების შეცვლა.

  • მხოლოდ უფროსის თანხმობით და მისი თანდასწრებით შემიძლია დოკუმენტის ამობეჭდვა.

  • მე არ ვანადგურებ დოკუმენტებს, რომლებიც მე არ მეკუთვნის. 

              მე შევდივარ ინტერნეტში :

  • ვიცი, რომ მასწავლებლები მაძლევენ ინტერნტის გამოყენების უფლებას სასწავლო მიზნებისთვის. მე არ გამოვიყენებ ინტერნეტს სხვა დანარჩენი მიზნებისთვის.

  • ვაცნობიერებ, რომ შესაძლებელია ინტერნეტში წავაწყდე ისეთი სიტყვების ან ფოტოების შემცველ საიტს, რომელიცჩემს მშობელს ან ჩემს ხელმძღვანელს არ უნდა, რომ ვნახო. მე დაუყოვნებლივ ვაჩვენებ უფროსს ნებისმიერ საიტს, რომელიც ჩემზე ცუდად იმოქმედებს. მე აღარ შევეცდები ამ საიტების პოვნას.

  • ვაცნობიერებ, რომ ყველაფერი, რაც ინტერნეტშია არ შეესაბამება სიმართლეს. საკუთარ თავს დავუსვამ კითხვებს და ამის შესახებ დაველაპარაკები უფროსებს, რათა შევძლო ტყუილის და მართლის ერთმანეთისგან გარჩევა.

  • ვიცი, რომ ტექტებს და ფოტოებს, რომლებსაც ინტერნეტში ვხედავ, ჰყავს ავტორები. ვიცი, რომ უნდა მივუთითო მათი წყარო, თუ ვაპირებ მათ გამოყენებას.

  • არასოდეს მივუთითებ ჩემს სახელს, გვარსა და მისამართს (ან სკოლის მისამართს), ჩემი ტელეფონის ნომერს ან ნებისმიერ სხვა ინფორმაციას ჩემი ოჯახის შესახებ. მაგ: შესული ვარ  ინტერნეტ საიტზე, რომელიც მთავაზობს საჩუქრებს, თუ მთხოვს ჩემს მისამართს - არ  ვპასუხობ.

  • არასოდეს ვიმოქმედებ სხვისი სახელით; ვიცი, რომ შეიძლება შეეცადონ ჩემს მოტყუებას.

  • არასოდეს გამოვიყენებ ინტერნეტს სხვისთვის სამაგიეროს გადასახდელად. არასოდეს გავაგზავნი ან გამოვაქვეყნებ შეურაცხმყოფელ, უხეშ ან მავნე შეტყობინებებს.

      3. კონტროლი და სანქციები.

ეს წესდება არ ცვლის სკოლის შინაგანაწესს. დადგენილი პრინციპების  ან წესდებაში მითითებული დებულებების  დარღვევის შემთხვევაში  შეიზღუდება ან გაუქმდება სერვისებით სარგებლობის უფლება. უკიდურეს შემთხვევაში კი, გატარდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინალური ზომები.  

ფინანსური წესდება 2017-2018

I – შესავალი

კავკასიის ფრანგულ სკოლაში, როგორც საზღვარგარეთ ფრანგული სწავლების დაწესებულებაში, სწავლა ფასიანია ნებისმიერი მოსწავლისათვის. სკოლის მოსწავლისთვის გათვალისწინებული  სხვადასხვა ხარჯი არის შემდეგი:

  • პირველადი რეგისტრაციის და ხელახალი რეგისტრაციის საფასური

  • სწავლის ქირა

  • კვების საფასური

  • გამოცდების საფასური

  • კლასგარეშე აქტივობები (კლუბები, საშინაო დავალებები...)

  • სასკოლო მოგზაურობები

 

თითოეული ტარიფის ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად დაწესებულების მმართველი კომიტეტისა და საზღვარგარეთ ფრანგული სწავლების სააგენტოს მიერ, კავკასიის ფრანგული სკოლის დაწესებულების საბჭოსთან შეთანხმებით. http://www.lfay.com.vn/?+-AEFE-28-+ , აღნიშნული ტარიფები განისაზღვრება სკოლის საფეხურების გათვალისწინებით (საბავშვო ბაღი, დაწყებითი სკოლა, კოლეჯი და ლიცეუმი). 


ფინანსური შინაგანაწესის ნახვა შესაძლებელია დაწესებულების საიტზე და ქვეყნდება ყოველ წელს. ფინანსური შინაგანაწესი ოჯახებს გადაეცემა ბავშვის პირველადი რეგისტრაციისას. ამ შინაგანაწესს ოჯახი ეცნობა და ეთანხმება ბავშვის სკოლაში ჩაწერის მომენტიდან.

 

II - პირველადი და ხელახალი რეგისტრაცია

1.პირველადი რეგისტრაცია:

პირველადი რეგისტრაციის თანხის დაფარვა ხორციელდება ბავშვის კავკასიის ფრანგულ სკოლაში პირველადი რეგისტრაციისას ან სკოლიდან ამორიცხული ბავშვის უკან დაბრუნებისას. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ხანი სწავლობდა ბავშვი კავკასიის ფრანგულ სკოლაში.

პირველადი რეგისტრაციის თანხა არ ანაზღაურდება და მისი წინასწარი გადახდა აუცილებელი პირობაა ბავშვის კლასში რეგისტრაციისთვის.

2.ხელახალი რეგისტრაცია:

ხელახალი რეგისტრაცია ხდება ყოველ მომდევნო წელს, ხოლო თანხა იფარება მომდევნო წლის 1-ლი ტრიმესტრის სწავლის ქირასთან ერთად.

3. დაზღვევა

მოსწავლეების სადაზღვევო პრემია შედის პირველადი და ხელახალი რეგისტრაციის საფასურში.

 

III -სწავლის ქირა

 

სწავლის ქირაში შედის: სწავლების ხარჯები, ფრანგული სახელმძღვანელოები, დაწესებულების სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა.

1. ხარჯთაღრიცხვა:

სწავლის ქირის ოდენობა განისაზღვრება ყოველ სასწავლო წელს და მისი დაფარვა ხდება ტრიმესტრულად შემდეგი პროპორციით: სწავლის ქირის 40% იფარება 1-ლ ტრიმესტრში; 30%- მე-2 ტრიმესტრში და 30% -მე-3 ტრიმესტრში.

 

2. ყოველი დაწყებული ტრიმესტრის საფასური უნდა დაიფაროს სრულად.

ოჯახები, რომლებიც პირადი მოტივით ტრიმესტრის მსვლელობისას ტოვებენ სკოლას, ვალდებულები არიან სრულად დაფარონ ტრიმესტრის საფასური.

 

3. გაცდენები

დროებითი გაცდენა, მისი ხანგრძლივობის მიუხედავად, არ იძლევა სწავლის ქირის შემცირების არანაირ საფუძველს.

 

IV - გამოცდების საფასური

ამ საფასურში შესაძლოა შედიოდეს:

  • ჩაწერის ხარჯები

  • ტრანსპორტირების ხარჯები

  • ცხოვრების ხარჯები

  • ვიზის საფასური

 

V - კვების საფასური

 

კვების საფასური, რომელსაც განსაზღვრავს მმართველი კომიტეტი, შედის სწავლის ქირაში.

VI – სხვა ხარჯები

 

სხვა ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება დაეკისროს ოჯახებს:

  • სასკოლო მოგზაურობის ხარჯები.

  • სკოლის გარეშე აქტივობების ხარჯები (კლუბები, საშინაო დავალებები...).

  • სასკოლო ინვენტარის დაზიანებისას ან დაკარგვისას ზარალის ასანაზღაურებელი ან ახლის საყიდელი თანხა.

  • წიგნის ან ჟურნალის დაზიანებისას ან დაკარგვისას ახლის შესაძენი თანხის დაკისრება. სკოლის მიერ ინვოისის გამოწერის შემდეგ თანხა უკან აღარ დაბრუნდება, აღნიშნული წიგნის ან ჟურნალის შეკეთების ან პოვნის შემთხვევაშიც კი.

  • კარადის გასაღების დაკარგვის შემთხვევაში ზარალის ასანაზღაურებელი თანხა.

  • მიმოწერის დღიურის დაკარგვის შემთხვევაში დაკისრებული თანხა: მეორე და მომდევნო დღიურების თანხა დაეკისრება ოჯახს.

 

VII - გადახდის პერიოდულობა

 

სწავლის ქირისა და თანდართული ხარჯების დაფარვა უნდა მოხდეს შემდეგი პერიოდულობით:

  • რეგისტრაციის ან ხელახალი რეგისტრაციისას:

    • რეგისტრაციის ან ხელახალი რეგისტრაციის ხარჯები.

    • 1-ლი ტრიმესტრის სწავლის ქირა (წლიური საფასურის 40%).

  • სასწავლო წლის სექტემბერში:

    • 1-ლი ტრიმესტრის სკოლის გარეშე აქტივობების სავარაუდო ხარჯები.

    • სხვა ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  • მიმდინარე სასწავლო წლის იანვარში:

    • მე-2 ტრიმესტრის სწავლის ქირა (წლიური საფასურის 30% ).

    • მე-2 ტრიმესტრის სკოლის გარეშე აქტივობების სავარაუდო ხარჯები.

  • სხვა ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  • მიმდინარე სასწავლო წლის აპრილში :

  • მე-3 ტრიმესტრის სწავლის ქირა (წლიური საფასურის 30% )

  • მე-3 ტრიმესტრის სკოლის გარეშე აქტივობების სავარაუდო ხარჯები

  • გამოცდების ხარჯები

  • სხვა ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში

სასკოლო მოგზაურობები იფარება იმ ტრიმესტრში, რომელშიც მოგზაურობა განხორციელდა. ყოველ შემთხვევაში არა უგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლისა. იგი შეიძლება დაიფაროს ტრიმესტრულ გადასახადთან ერთად ან ცალკე.  

VIII - ოჯახების გაფრთხილება და გადახდის პირობები

ოჯახები პირადად არიან ანგარიშვალდებულნი, გადაიხადონ სწავლის ქირა და შესაძლო დამატებითი ხარჯები. როდესაც სწავლის ქირას და სავარაუდო დამატებით ხარჯებს უზრუნველყოფენ ოჯახების დამქირავებლები, ოჯახებმა დროულად უნდა დაფარონ ინვოისები.

სწავლის ქირისა და სხვა ხარჯების ინვოისები ოჯახებს ეგზავნება ფოსტით ან ელექტრონული ფოსტით.

ინვოისში თანხა მითითებულია ევროში.

სწავლის ქირა პირდაპირ უნდა დაირიცხოს კავკასიის ფრანგული სკოლის ანგარიშებზე ევროში (უცხოეთიდან გადმორიცხვის შემთხვევაში) ან ლარში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მიმდინარე დღის სავალუტო კურსით).

 

სწავლის ქირის თანხა არის ხელზე ასაღები თანხა, რომელშიც არ შედის საბანკო მომსახურების ხარჯები. კავკასიის ფრანგული სკოლა არ არის პასუხისმგებელი საბანკო ოპერაციებით გამოწვეულ შეცდომებზე, ან კურსის ცვლილებით გამოწვეულ სხვაობაზე, ეს ხარჯები მხოლოდ ოჯახების მიერ ანაზღაურდება.

ვალუტის გადაცვლის და/ან გადარიცხვის სავარაუდო ხარჯებიც მხოლოდ გადამხდელის მიერ ანაზღაურდება.

 

სკოლის საბანკო რეკვიზიტები :

ევროს ანგარიშით თუ საბანკო გადარიცხვა ხორციელდება უცხოეთიდან

   საშუამავლო ბანკი: CITIBANK N.A., LONDON BRANCH , LONDON, UK SWIFT: CITIGB2L

ბენეფიციარი ბანკი: თიბისი ბანკი, თბილისი, საქართველო, SWIFT: TBCBGE22

ბენეფიციარი: N° IBAN: GE32TB7471236120100001

ლარის ანგარიშით

ბენეფიციარი ბანკი: თიბისი ბანკი, ბანკის კოდი TBCBGE22

ბენეფიციარი: N° IBAN: GE85TB7471236020100001

 

ნებისმიერი თხოვნა გადახდის პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორის და ფინანსური მენეჯერის სახელზე.

IX - გადაუხდელობის შემთხვევაში გატარებული ზომები

ინვოისის გაცემიდან ორი კვირის შემდეგ, ოჯახებს ეგზავნებათ პირველი წერილობითი გაფრთხილება. აღნიშნული გაფრთხილება იგზავნება ელექტრონული ფოსტით.

 

პირველი წერილობითი გაფრთხილების გაგზავნიდან 10 დღის განმავლობაში დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ოჯახებს ეგზავნებათ მეორე წერილობითი გაფრთხილება, 7 დღეში დავალიანების დაფარვის მოთხოვნით. ასევე, ხდება მათთან ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით დაკავშირება.

 

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგზავნება მე-3 და უკანასკნელი გაფრთხილება, რომლის მიღებისთანავე ოჯახები ვალდებულები არიან, დაუყოვნებლივ დაფარონ დავალიანება. გარდა ამისა, დავალიანების მქონე ოჯახებს ინდივიდუალურად იწვევს შესახვედრად სკოლის დირექტორი ან ფინანსური მენეჯერი.

 

გაფრთხილებების გაგზავნის და შეხვედრების პროცესის შემდეგ, სწავლის ქირის კვლავ გადაუხდელობას მოყვება მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა და სადავო სამართალწარმოება, რომლის ხარჯების  ანაზღაურებაც მთლიანად დაეკისრება დავალიანების მქონე ოჯახს.

bottom of page