top of page

აკადემიური პალმების კავალერის ორდენი


სამშაბათს, 13 აპრილს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა დიეგო კოლასმა, ქალბატონ ლილი სახლთხუციშვილს, ფრანგული ენის მასწავლებელსა და თარჯიმან-გიდს, აკადემიური პალმების კავალერის ორდენი გადასცა.

ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის კურსდამთავრებული, ქალბატონი ლილი სახლთხუციშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, როგორც ფრანგული ენის პედაგოგი და კავკასიის ფრანგულ სკოლაში, როგორც ქართული ენის პედაგოგი.

ქალბატონი ლილი სახლთხუციშვილი, ერთ-ერთი პირველი ფრანგულენოვანი გიდია საქართველოში, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტურიზმის განვითარებას საქართველოში. სხვადასხვა დროს მუშაობდა არა მხოლოდ საქართველოს ტურიზმის სამინისტროში, არამედ რამდენიმე მსხვილ ტურისტულ სააგენტოში.

მან ხელი შეუწყო საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციას ევროპასა და საფრანგეთში.





bottom of page