top of page

თავდაცვისა და მოქალაქეობის დღე

თავდაცვისა და მოქალაქეობის დღე

(წყარო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში)


2022 წლის 3 თებერვალს, ხუთშაბათს, ჩვენმა თხუთმეტმა ახალგაზრდა თანამემამულემ მონაწილეობა მიიღო „თავდაცვისა და მოქალაქეობის დღეში“, რომელიც საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებითა და კავკასიის ფრანგული სკოლის მხარდაჭერით ჩატარდა.


დღის ბოლოს, საფრანგეთის ელჩმა, ბ-ნმა დიეგო კოლასმა მონაწილე ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა.


„თავდაცვისა და მოქალაქეობის დღე“, რომელსაც თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი ხელმძღვანელობდა, „მოქალაქის გზის“ მესამე ეტაპს წარმოადგენს. იგი სავალდებულოა 16 წელს მიღწეული ყველა ფრანგი ახალგაზრდისთვის და წარმოადგენს საერთო სამოქალაქო ღირებულებების თაობაზე სამხედროებთან პირდაპირი კომუნიკაციის უნიკალურ საშუალებას.


ვიდეო პრეზენტაციების საშუალებით, მონაწილე სამხედროებმა წარადგინეს თავდაცვის სფეროს მთავარი გამოწვევები და შეიარაღებული ძალების სამინისტროს მიერ შეთავაზებული პროფესიები. ასევე აღინიშნა „სამოქალაქო სამსახური“ და სამხედრო სამსახურის სხვა მექანიზმები.




Comments

Couldn’t Load Comments
It looks like there was a technical problem. Try reconnecting or refreshing the page.
bottom of page