top of page

ქალბატონი იმა ტორ ფოსის ვიზიტი კავკასიის ფრანგულ სკოლაში


ფრანკოფონიის გენერალური მდივნის ფრანგული ენის, კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების მრჩეველი, ქალბატონი იმა ტორ ფოსი კავკასიის ფრანგულ სკოლას ესტუმრა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, ბატონ დიეგო კოლასთან და კულტურისა და თანამშრომლობის მრჩეველთან, ბატონ პიერ კლუესთან ერთად. სტუმრებს უმასპინძლა კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორმა, ბატონმა კამელ იასილიმ.


სკოლაში ვიზიტისას ქალბატონი იმა ტორ ფოსი ესაუბრა სკოლის პედაგოგებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მეათეკლასელებს. ფრანკოფონია და ფრანგული ენის შესწავლა სასკოლო გარემოში, სადაც ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნება ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია - საუბრის ძირითადი თემები გახლდათ. მოლიერის ენისა და სხვა ენების განხილვა უდავოდ შესანიშნავი ინიციატივა იყო.

bottom of page