top of page

კავკასიის ფრანგული სკოლა უკრაინის დასახმარებლად


კავკასიის ფრანგულმა სკოლამ მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა უკრაინელ მოსწავლეებსა და მოსახლეობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კონტექსტში.


სკოლის მმართველმა კომიტეტმა 5000 ევროს ოდენობის ფინანსური შემოწირულობა გადასცა უკრაინის ანა კიეველის ლიცეუმს და დახმარება აღმოუჩინა უკრაინულ ოჯახებს საქართველოში.


მშობელთა ასოციაციამ, თავის მხრივ, შეაგროვა სახსრები მოსწავლეებისთვის საცურაო აუზის ჩანთების გაყიდვით. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, ოჯახების მხარდაჭერით, შეაგროვეს პროდუქტები უკრაინის მოსახლეობისთვის. ტვირთი პოლონეთის ერთ-ერთ საზღვარზე მოსწავლის დედამ და ქართულმა ასოციაციამ მიიტანეს.




bottom of page