top of page

კავკასიის ფრანგული სკოლის კროსი


2022 წლის აპრილში, ვაკის პარკში გაიმართა კავკასიის ფრანგული სკოლის მე-7 საქველმოქმედო კროსი. გამარჯვებულებმა მედლები მიიღეს.


კროსი მიეძღვნა თანაზიარობისა და ურთიერთგაცვლის თემებს და მისი მიზანი გახლდათ კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეების ყურადღების მიპყრობა უბინაობის, შიმშილის, გაჭირვებისა და ავადმყოფობის საკითხებისადმი, რასაც ენერგიითა და შემართებით ებრძვიან ორგანიზაციები ემაუს საქართველო და სიკეთის ლამპარი.


წელს შემოსულმა თანხამ შეადგინა 8258 ლარი და სრულად გადაეცემა ემაუს საქართველოსა და სიკეთის ლამპარს.


მადლობას მოვახსენებთ ამ სოლიდარული ღონისძიების ყველა მონაწილეს, შემომწირველსა და ორგანიზატორს.




bottom of page