top of page

კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეებისა და ემაუს-საქართველოს სოლიდარული ღონისძიება


შაბათს, 8 იანვარს, კავკასიის ფრანგული სკოლის ორგანიზებით დარიგდა საჩუქრები და ტკბილეული თბილისის სხვადასხვა უბანში (ლილო, ვარკეთილი, აეროპორტი, აფრიკა).


კავკასიის ფრანგული სკოლის ოჯახების მიერ გაცემული ნივთებითა შესანიშნავი სოლიდარული ღონისძიება ჩატარდა. საჩუქრები, ტკბილეულობა და ტანსაცმელი მიიღო 50-მდე ბავშვმა და გამოგვატანა ემოციები, ანთებული მზერა, ღიმილი და „დიდი მადლობა“.


ვულოცავთ ბავშვებს შობა-ახალ წელს. მადლობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ადმინისტრაციასა და ემაუს-საქართველოს ამ სოლიდარულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.




Comentários


bottom of page