ხუთშაბათს 16 დეკემბერს, ბატონმა პიერ კლუემ, საფრანგეთის საელჩოს მრჩეველმა კულტურისა და თანამშრომლობის დარგში და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა, ქალბატონმა ანიკ ბურჟიმ, საფრანგეთის კონსულმა და ბატონმა კამელ იასილიმ, კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორმა 2021 წლის გამოშვების მოსწავლეებსა და მშობლებს გადასცეს ფრანგული ბაკალავრიატის დიპლომები.
გამოშვების ყველა მოსწავლე ამჟამად სწავლას აგრძელებს საფრანგეთის, შვეიცარიისა და ჩეხეთის უნივერსიტეტებში.
Comments