2022 წლის ფრანკოფონიის თვის ფარგლებში, კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეებმა ქართული კულტურის მასწავლებლის ნინო ლაშხის, მუსიკის მასწავლებლის თეა ნინიძისა და ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებლის ბეატრიქს პილეგანის ინიციატივით წარმოადგინეს სპექტაკლი : მუსიკალური სალონი XIX საუკუნის თბილისში და ოფენბახის ოპერა ქართველი ქალები. თეატრალიზებული წარმოდგენის საშუალებით მოსწავლეებმა გააცოცხლეს XIX საუკუნის არისტოკრატთა ცხოვრება თბილისში და იტალიური ეზოს შარმი აღნიშნულ ეპოქაში. თბილისური ბურჟუაზიის სახლში ერთმანეთს შეეხამა მუსიკა, სიმღერა და ლიტერატურა. მოსწავლეებმა ნიჭიერად მოირგეს მნიშვნელოვანი პერსონაჟების როლები.
თბილისის ოპერაში ოფენბახის ქართველი ქალების პრემიერა 1877-1878 წლების სეზონზე შედგა. სამმოქმედებიანი ფრანგული ოპერა-ბუფა XIX საუკუნის ფრანგმა კომპოზიტორმა ჟაკ ოფენბახმა შექმნა. ლიბრეტოს ავტორია ფრანგი მწერალი და დრამატურგი ჟიულ მუანო, რომელსაც დაეხმარა მისი მეგობარი, ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა. თბილისში ამ სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი გახლდათ მუსიკოსი იოჰან დეკერ-შენკი, რომლის მეუღლეც ოპერეტებში მონაწილეობდა.
Comments