top of page
Rechercher

სამუელ პატისათვის პატივის მიგება

  • Maia Chkhaidze
  • 19 oct. 2021
  • 1 min de lecture

ree

2021 წლის 18 ოქტომბერს კავკასიის ფრანგული სკოლის მე-11 და მე-12 კლასების ფრანგმა, ქართველმა და უცხოელმა მოსწავლეებმა პატივი მიაგეს სამუელ პატის ხსოვნას და დებატები ჩაატარეს ბ-ნ დიეგო კოლასთან, საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, ქ-ნ ბეატრიქს პილგანთან, ისტორია-გეოგრაფია-სამოქალაქო განათლების პედაგოგთან და ბ-ნ კამელ იასილისთან, სკოლის დირექტორთან.

გაიმართა შესანიშნავი დისკუსია. მოხდა ფაქტების კონტექსტუალიზაცია, დაისვა კითხვები გამოხატვის თავისუფლებასა და საეროობის პრინციპზე, თანაცხოვრების პირობებში საკუთარი უფლებების დაცვასა და პედაგოგის როლზე. კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეებმა დიდი ცნობისწადილი და ინტერესი გამოხატეს საფრანგეთის დამფუძნებელი ღირებულებების მიმართ.


ree



 
 
 

Comments


© 2023 by Ecole Française du Caucase

bottom of page