top of page

სკოლის გახსნა


ქალბატონო, ბატონო, ძვირფასო მშობლებო, სამთავრობო გადაწყვეტილებების თანახმად კავკასიის ფრანგული სკოლა 2021 წლის 15 თებერვლიდან მიიღებს მოსწავლეებს 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით.


საბავშვო ბაღი დისტანციურად გააგრძელებს სწავლას, ვინაიდან მთავრობამ გადაწყვიტა ბაღების მოგვიანებით გახსნა.


სკოლის ჰიგიენისა და უსაფრთხოების კომისია შეიკრიბება სამშაბათს 9 თებერვალს, რათა შეაჯამოს უკვე მოქმედი და ეფექტიანი სანიტარული პროტოკოლების შესრულება.


დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, ყველა ღონეს ვიხმართ თქვენი შვილების უსაფრთხოებისათვის. 2 თებერვალს გამართული დაწესებულების საბჭოს გადაწყვეტილებით, სასკოლო არდადეგების თარიღი შენარჩუნდა ოთხშაბათს, 24 თებერვლის საღამოდან სამშაბათს, 9 მარტის დილამდე საზღვარგარეთ ფრანგული სააგენტოსა და საფრანგეთის საელჩოს მიერ დამტკიცებული კალენდრის თანახმად.

bottom of page