top of page

სტიპენდია Bourse Excellence Major


სტიპენდია Bourse Excellence Major-ს საზღვარგარეთ ფრანგული სწავლების სააგენტო აძლევს უცხოური მოქალაქეობის მქონე მოსწავლეებს, რომელთა მშობლებიც ფრანგულ საგანმანათლებლო სისტემას ირჩევენ და რომელთაც ბრწყინვალე სასკოლო შედეგები აქვთ.


ეს პროგრამა საზღვარგარეთ არსებული ფრანგული სკოლების კურსდამთავრებულებს ხელს უწყობს საფრანგეთში უმაღლესი განათლების მიღებაში.

სტიპენდია Bourse Excellence Major გაიცემა მაქსიმუმ 5 წლით. ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 200-მდე ახალი სტიპენდიანტი ერთვება ამ პროგრამაში.


2021 წლის ივნისში, კავკასიის ფრანგული სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ელენე შათირიშვილმა მოიპოვა სტიპენდია Bourse Excellence Major. მისით ძალიან ვამაყობთ!


bottom of page