ფრანკოფონია 2021-ის ფარგლებში, 18 მარტს კავკასიის ფრანგული სკოლისა და ოსლოს ფრანგული ლიცეუმის მეათეკლასელმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ-კონფერენციაში ფრანგები და ფრანკოფონია საქართველოსა და ნორვეგიაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ-ნი მაია ყიფშიძე, საქართველოს ელჩი ნორვეგიაში და ქ-ნი კატრინ პეტიონი, ოსლოს ფრანგული ინსტიტუტის ატაშე ფრანგული ენის თანამშრომლობის დარგში.
კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს შემდეგი თემები:
- ქართული კულტურული მემკვიდრეობა
- ფრანგები საქართველოში
- ფრანკოფონია საქართველოში
ოსლოს ფრანგული ლიცეუმის მოსწავლეებმა წარადგინეს შემდეგი თემები:
- იბსენი და გარეული იხვი
- მუნკი და კივილი
- ფრანგულ-ნორვეგიული ურთიერთობები
- ნორვეგიაში ცხოვრება: საფრანგეთიდან ჩასული მოსწავლეების შეგრძნებები
Komentáře