2022 წლის 21-დან 27 მარტის ჩათვლით თბილისი - საქართველო
მასპინძელი ოჯახების მოძიება ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ზონის ფრანგული ლიცეუმების მოსწავლეებისათვის
ძვირფასო მშობლებო, ძვირფასი მოსწავლეებო,
ჩვენი მოსწავლეები მრავალი წლის განმავლობაში მონაწილეობენ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ზონის ფრანგული ლიცეუმების მიერ მოწყობილ კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებში. საზღვარგარეთ ფრანგული სწავლების სააგენტოს ეს ფრანგული ლიცეუმები მასპინძლობენ ჩვენს მოსწავლეებს და ქალაქისა და ქვეყნის შიგნიდან გაცნობის საშუალებას აძლევენ მათ.
ეს უნიკალური შანსი გახლავთ ახალი ფრანგულენოვანი მეგობრების გასაცნობად, რომლებიც ჩვენი მოსწავლეების მსგავს პირობებში სწავლობენ.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მოსწავლეების კავშირებს ინარჩუნებენ და შესანიშნავ მოგონებებს ინახავენ.
კავკასიის ფრანგული სკოლის დაარსებიდან პირველად ჩვენ თავად ვმასპინძლობთ საერთაშორისო ღონისძიებას - არტისტულ და შემოქმედებით შეხვედრებს ‘არტ-თბილისი’ 2022 წლის 20-დან 27 მარტამდე.
ამ კულტურული ღონისძიების ფარგლებში ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის 8 ფრანგული ლიცეუმის მოსწავლეები დაესწრებიან ცეკვის მასტერკლასებს და კვირის ბოლოს ქალაქის ერთ-ერთ თეატრში წარმოადგენენ თანამედროვე ცეკვის დადგმას. რა თქმა უნდა, ჩვენი სკოლის დანარჩენი მოსწავლეები დაესწრებიან ამ ღონისძიებას. ამ სანახაობას ასევე ლაივში ნახავენ მონაწილე ლიცეუმების მოსწავლეები.
ეს ჩვენი დაწესებულებისათვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ზონაში თავის დასამკვიდრებლად.
შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ლიცეუმების მოსწავლეები :
მიუნხენი, ფრანკფურტი, ვარშავა, პრაღა, ბუდაპეშტი, ბრატისლავა, ვილნიუსი, კიევი და, რასაკვირველია, თბილისი.
თითოეული ლიცეუმიდან 6 მოსწავლე ჩამოვა. სულ დასაბინავებელი გვეყოლება 48 მოსწავლე.
სტუმრები მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები იქნებიან. უმრავლესობა 15-დან 17 წლამდე ასაკისა იქნება.
ვეძებთ კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეების ოჯახებს, რომლებიც სახლში მათ დაბინავებას შეძლებდნენ.
2022 წლის 20-დან 27 მარტამდე საჭირო იქნება მათთვის საძინებელი სივრცის გამოყოფა და საუზმისა და ვახშმის უზრუნველყოფა.
დღისით მოსწავლეები კავკასიის ფრანგულ სკოლაში იქნებიან თქვენს შვილებთან ერთად და ერთობლივ შეხვედრებსა და აქტივობებს დაესწრებიან.
ვიმედოვნებთ, რომ პოზიტიურად უპასუხებთ ჩვენს მოწოდებას და ამ ფრანგულენოვანი მოსწავლეების მიღებას შეძლებთ. ეს გაცვლისა და გაზიარების უნიკალური მომენტი იქნება როგორც მათთვის, ასევე ჩვენი მოსწავლეებისათვის.
ცხადია, კორონავირუსთან დაკავშირებული სანიტარული პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული ამ მოსწავლეების ჩამოსვლიდან გამგზავრებამდე.
თუ 2022 წლის 20-დან 27 მარტამდე გსურთ ფრანგული ლიცეუმების მოსწავლეებს უმასპინძლოთ, გთხოვთ, 2021 წლის 17 დეკემბრამდე შეავსოთ თანდართული დოკუმენტი.
წინასწარ მოგახსენებთ მადლობას ინტერესისათვის, რომელსაც ამ კულტურული და გაცვლითი ღონისძიების მიმართ გამოავლენთ.
გთხოვთ, ირწმუნოთ, ქალბატონო, ბატონო, რომ ძალისხმევას არ დავიშურებთ თქვენი შვილების განათლებისათვის.
კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორი - ბ-ნი იასილი
პედაგოგი და ორგანიზატორი - ბ-ნი მამუდი
Comments